00:11 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 09:32:28, 1643 ნახვა

სამართალი
„ნაცმოძრაობა" - ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, ჩვენი პარტიის 2 წევრი დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი, დები ირმა და ინგა ხოროიშვილები სავარაუდოდ დააკავეს, – ამის შესახებ ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვიდან გამოსულმა დავით გეგიაძემ განაცხადა.

როგორც გეგიაძე აცხადებს, ეკა ბესელიას ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დები სავარაუდოდ თბილისში წაიყვანეს. მისივე თქმით, მათი ტელეფონები ექსპერტიზაზე წაიღეს.

“ხელისუფლება ცდილობს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ოპოზიციას გადააბრალოს”, – აცხადებს ნაცმოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე.

ცნობისთვის, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ნაცმოძრაობის ოთხი აქტივისტი დაიბარეს გამოკითხვაზე. მათგან ორმა მამაკაცმა გამოკითხვის შემდეგ სამმართველო დატოვა.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics