|
2019-01-31 20:37:44, 1310 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გამარჯვება, რომელიც საქართველომ მოიპოვა" – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყების მისია სტრასბურგში ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მომავალშიც ასე გაგრძელდება. „ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში პირველი დღიდან იყო ჩართული. ეს განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და მტკიცებულებები იყო შეგროვებული, რათა აღნიშნული შედეგი დამდგარიყო. ამ საკითხში საერთაშორისო სამართლის აღსრულების მნიშვნელობა უაღრესად პრიორიტეტულია. შემდეგ უკვე აუცილებელია, მუშაობა გაგრძელდეს იმისთვის, რომ შესაბამისი მექანიზმების გათვალისწინებით გადაწყვეტილება აღსრულდეს. აქედან გამომდინარე ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. სტრასბურგში ჩვენი მისია ამ პროცესში ჩართული იყო და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული, რათა ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს", – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მასოვრივი დეპორტაციის გამო, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)