|
2019-01-31 13:12:05, 1413 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დღეს სასამართლო განსაზღვრავს: იმ კომპენსაციის ოდენობას, რისი გადახდაც რუსეთის ფედერაციას მოუწევს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ; იმ პირთა ვინაობას, ვინც უნდა მიიღოს კომპენსაცია; თავადვე დაადგენს კომპენსაციის განაწილების პირობებსა და პროცედურებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უკვე დაიწყება აღსრულების პროცედურები საქმე გადავა მინისტრთა კომიტეტში. რუსეთის ფედერაციამ უნდა ჩარიცხოს კომპენსაცია, რის შემდეგაც თანხა განაწილდება დაზარალებულებზე იმ წესითა და პირობებით, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დაადგენს. გოჩა ლორთქიფანიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე): „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის გადახდის ნაწილში იქნება ისეთი, რასაც მოელის ქართული საზოგადოება, რაც შეეხება დაზარალებულების ინტერესებს, რომელსაც იცავდა იუსტიცია, ჩვენ წარვადგინეთ 1795 ადამიანის სია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რაც შეძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს კომპენსაცია". ბექა ძამაშვილი (საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი): „31 იანვარს, თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე - განისაზღვრება იმ კომპენსაციის ოდენობა, რისი გადახდაც რუსეთის ფედერაციას მოუწევს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. სასამართლო ასევე განსაზღვრავს იმ პირთა ვინაობას, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, მიიღონ ეს კომპენსაცია და დაადგენს მისი განაწილების პირობებსა და პროცედურებს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უკვე დაიწყება მისი აღსრულების პროცედურები და ამ პროცედურების ფარგლებში საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთმა მაქსიმალურად სწრაფად და სრულყოფილად აღასრულოს ეს ვალდებულება და დროულად ჩარიცხოს დაკისრებული თანხა. პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უნდა მოხდეს ამ კომპენსაციის გადახდა და შემდეგ ეს თანხა განაწილდება დაზარალებულებზე იმ წესითა და პირობებით, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დაადგენს"
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)