20:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 12:56:06, 1441 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში 4 მანქანის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 4 ავტომანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ჭ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics