|
2019-01-28 11:34:47, 1653 ნახვა
სამართალი
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს. უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 7%-მა პოლიციის საქმიანობა „ძალიან კარგად“ შეაფასა, 60%-მა - „კარგად“, 18%-მა - „ცუდად“, 3%-მა - „ძალიან ცუდად“, ხოლო 12%-მა აღნიშნა, რომ პოლიციის საქმიანობის შესახებ „არ იცის“. რაც შეეხება შეკითხვას, - „მიგიმართავთ თუ არა პოლიციისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში“, გამოკითხულთა 94%-მა აღნიშნა, რომ არ მიუმართავს, 5%-მა კი, მიმართა. ამასთან, ამ 5%-დან უმეტესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ისინი რეაგირებით კმაყოფილები არიან. ასევე დადებითად აფასებს გამოკითხულთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას: 6% - „ძალიან კარგად“; 41% - „კარგად“; 18% - „ცუდად“; 5% - „ძალიან ცუდად“; 29%-მა განაცხადა რომ შსს-ს საქმიანობის შესახებ „არ იცის“; 1%-მა პასუხის გაცემა არ ისურვა. კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)