|
2019-01-26 14:46:24, 1559 ნახვა
სამართალი
ბადრი კოჭლამაზიშვილი - „ყოველთა საქმეთა ექსპერტები“ მელიორაციასა და მართლმსაჯულებაზე ერთნაირი „კომპეტენტურობით" საუბრობენ
„ბოლო დღეებში ხშირად გაიგონებთ - დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გადადგეს თანამდებობიდან ესა თუ ის მოსამართლე, არ მიეცეს იუსტიციის საბჭოს კონკრეტული კანდიდატურების წარდგენის უფლება. რა მოთხოვნებია ეს? რა საერთო აქვს ასეთ მოთხოვნებს კონსტიტუციასა და დემოკრატიასთან?“ - ამის შესახებ მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, წლების განმავლობაში ისმენენ ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რაც მისი თქმით, ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლება ჰგონიათ. „ჩვენ გვესმის დაუსაბუთებელი და ზღვარგადასული კრიტიკა და თითქოს ამას ზოგი შეეჩვია კიდეც. ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება ჰგონია. მე შეგახსენებთ გამოხატვის თავისუფლების მათეულ განმარტებას - გამოხატვის თავისუფლება არის უცხოური წარმოშობის უფლება, რაც ქართულად „შეურაცხყოფას“ ნიშნავს. ეს გასაკვირი არ იქნებოდა, ამას რომ არ აკეთებდნენ ზოგიერთი ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები. არადა იმაზე დიდი უფლება რა არის, ვიდრე ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პატივისცემა. ამ უკანასკნელ დღეებში ჩვენ გავხდით უცნაური და უჩვეულო მოთხოვნების და მოწოდებების მსმენელები. ბოლო დღეებში ხშირად გაიგონებთ ასეთ მოთხოვნებს - დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გადადგეს თანამდებობიდან ესა თუ ის მოსამართლე, არ მიეცეს იუსტიციის საბჭოს კონკრეტული კანდიდატურების წარდგენის უფლება. რა მოთხოვნებია ეს? ვის აქვს ასეთი მოთხოვნების დაყენების უფლება? რა საერთო აქვს ასეთ მოთხოვნებს კონსტიტუციასა და დემოკრატიასთან? შემდეგ ამ საკითხზე სასაუბროდ იწვევენ ისეთ ექსპერტებს,რომელთა ნაწილს პირადად მე „ყოველთა საქმეთა ექსპერტებს“ ვუწოდებ, ვინაიდან მათ ერთნაირი „კომპეტენტურობით“ შეუძლიათ ისაუბრონ მელიორაციასა და მართლმსაჯულებაზე, ბირთვულ ფიზიკასა და კულტურაზე. ვუსმენ ამ ადამიანებს და ვხვდები, რაოდენ დიდ არაკომპეტენტურობას ამჟღავნებენ ისინი მართლმსაჯულების საკითხებში. მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ექცევა ამ ექსპერტული მოსაზრებების გავლენის ქვეშ და ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს იუსტიციის საბჭოს დაშლა, მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლება და რაღაც კრიტერიუმების დაწესება წარმოადგენს“, - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)