|
2019-01-24 14:48:49, 1359 ნახვა
კომენტარი
„პოლიტიკური უზნეობაა სპეკულირება საკუთარი ქულების დასაწერად“, - ცქიტიშვილი ოპონენტებს წინდახედულობისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნების" დელეგაციამ არათუ მხარი დაუჭირა "მაგნიტსკის სიის" რეზოლუციას, არამედ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ დებატებში, ინიცირებაში და აქტიურად იმუშავა პოლიტიკურ ჯგუფებში მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად",- ასე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან" დაკავშირებული ცვლილების ერთერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი „ევროპული საქართველოს" განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა ასამბლეის სხდომაზე „მაგნიტსკის სიის" რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. დეპუტატის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან ასეთი საკითხებით სპეკულირება სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელია. „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები, ხშირ შემთხვევაში, ისეთ თემებსაც კი ეხებიან და სპეკულირებენ, რომელიც საერთო, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია. კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ისეთ საკითხთან, რომელზეც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დელეგაციის, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობა, მუშაობდა, რათა ერთიანი დამოკიდებულება ერთიანი რეზოლუციით გამოჩენილიყო და არათუ კონკრეტულად ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა, არამედ, ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფებში გვემუშავა და ერთიანი სულისკვეთება ყოფილიყო იმ საკითხების მიმართ, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების თვალსაზრისით. ამიტომაც, პოლიტიკური უზნეობაა სპეკულირება საკუთარი ქულების დასაწერად. საბოლოო ჯამში, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ინტერესი შეიძლება დაზიანდეს, სხვა ვერავინ აქ ქულებს ვერავინ მოიპოვებს",- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ოპონენტებს წინდახედულობისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დაპირისპირება მიზანშეწონილი არ არის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს მთლიანად ტყუილს ეფუძნება. „მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ იყვნენ ცოტა წინდახედულები და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ რიგში, მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უსაფრთხოებას და არის საკითხები, სადაც პოლიტიკური ოპონირება არ არის მიზანშეწონილი და მით უმეტეს, გარკვეულ სოციალურ ქსელებში დაპირისპირება, ჩვენს მომხრეებს შორის და ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, ასეთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე - ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. ეს რეზოლუცია გავიდა აბსოლუტური მხარდაჭერით და მას ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი",- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)