|
2019-01-24 14:27:49, 2153 ნახვა
სამართალი
ჯეკ შეფერდის ადვოკატი - ჩვენების მისაცემად მზად არის - ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია
საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფარდის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, დაკავებული ჩვენების მისაცემდ მზადაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია. „რამდენიმე თვე მას მოუწევს ქართულ ციხეში ყოფნა და შემდეგ უკვე მოხდება მისი ექსტრადირება გაერთიანებულ სამეფოში. შემიძლია ასევე დავამატო ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო განიხილავს მის საქმეს, ჯერ არ არის განაჩენი გამოტანილი. მისი მონაყოლიდან გამომდინარე მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ის მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან და ის მზად, არის რა თქმა უნდა, ჩვენება მისცეს სასამართლოს“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში არის მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)