17:35 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 18:34:55, 1516 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით კაპანაძის განცხადებაზე: ეს სამარცხვინოა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მაგნიტსკის სიაზე მომზადებულ რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა, მხარი დაუჭირა.

 

"მაგნიტსკის სიასთან" დაკავშირებულ ცვლილებას -  როდესაც ემატებოდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" და რომელზეც ახლა „ევროპული საქართველო" საუბრობს - საქართველოდან ჰყავს ოთხი ინიციატორი - ორი უმცირესობიდან: დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი; ორი - უმრავლესობიდან: დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე,  ანუ ეს ცვლილება თანაინიცირებულია. ამ საკითხს ჩვენ მხარდაჭერა აქვს და კენჭისყრიდანაც ჩანს. მთავარი ის არის, რომ ამ საკითხს არათუ ჩვენი  მხარდაჭერა აქვს, არამედ თანაავტორები ვართ ცვლილების და არ ვიცი, რას ემსახურება  ასეთი ბრიფინგების ჩატარება. მგონი, თავისი და ჩვენი დროც რომ დაუთმონ საქმეს, უკეთესი იქნება",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მან პროცედურაც  განმარტა:

„დელეგაცია შედგება ძირითადი და სათადარიგო წევრებისაგან.  ხუთი წევრი არის ძირითადი და ხუთი - სათადარიგო.  ჩვენი მხრიდან  სიტყვით გამოსვლის უფლება  ქონდა ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელმაც ურთიერთშეთანხმებით დაუთმო ეს უფლება გიორგი კანდელაკს. სრულიად სამარცხვინოა ის, რასაც ვისმენთ „ევროპული საქართველოსგან", - აღნიშნა ჩუგოშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics