16:26 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-10 20:59:34, 2489 ნახვა

სამართალი
სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზებს მოითხოვს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზებს მოითხოვს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი საავადმყოფოში წარუდგინეს. მისივე თქმით, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე და მესამე ნაწილებით წარედგინა, რაც გულისხმობს ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ხოლო დანარჩენი ორი პირის სხეულის მძიმე დაზიანებას. 

"ძნელი წარმოსადგენი არ გახლავთ ის გარემოებაც, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა აღნიშნული მედპერსონალისა ძალზედ გადატვირთული და მძიმეა. ვამბობ, რომ უნდა ჩატარდეს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რომ მომხდარის დროს, რამდენად იყო შესაძლებელი ამ პიროვნებას დაეკარგა გონება ან დაეძინა", - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. სასწრაფო დახმარების ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე ფარდულს დაეჯახა, სადაც მუშები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი, დაშავდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics