|
2019-01-07 17:41:21, 1546 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - მლიქვნელობით ვერ დავეხმარებით ვერც პარტიის ლიდერს და ვერც ქვეყანას
„მლიქვნელობით, მგონია რომ ვერ დავეხმარებით ჩვენ ვერც პარტიის ლიდერს და ვერც ქვეყანას“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. კითხვაზე გუნდში არსებულ ვითარებაზე ჰქონდა თუ არა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან და იცის თუ არა მისი პოზიცია, ბესელიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილს შეხვდა, თუმცა დეტალებზე საუბარს არ აპირებს. მისივე თქმით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და მასში ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. „მე მქონდა საუბარი პარტიის ლიდერთან. არ ვისაუბრებ ამის დეტალებზე დღეს. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გამოჩნდება მაშინ, როდესაც ის საჯაროდ ისაუბრებს ამაზე. რაც შეეხება ამ პროცესში ჩვენს პასუხისმგებლობას და როლს, პარტიის ლიდერსაც ჭირდება და პარტიის ყველა დამფუძნებელს მათ შორის ჭირდება ის, რომ ამ პროცესში, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს. არ შეიძლება მთელი ტვირთი გადაიტანო ერთ ადამიანზე. მლიქვნელობით, მგონია რომ ვერ დავეხმარებით ჩვენ ვერც პარტიის ლიდერს და ვერც ქვეყანას. მე მგონია, რომ ყველაზე სწორი გზა არის ის, რომ გვქონდეს სამართლიანი, პრინციპული და შეუვალი პოზიცია, რითიც მე მგონია, დავეხმარებით ქვეყნის უკეთეს მომავალსაც, საზოგადოების იმ ნაწილსაც, ვისაც გაცნობიერებული აქვს რა მნიშვნელობის საკითხია და დავეხმარებით იმ გუნდსაც, რომელიც ხელისუფლებაშია. მგონია, რომ ეს არის ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა. ჩემი როლი არ არის მლიქვნელობა, მაამებლობა, არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც დღეს გაიღვიძა ამ იდეით და დღეს გაახსენდა, რომ სამართლიანობა არის საჭირო ქვეყანაში, მე ამით ვიცხოვრე რაც თავი მახსოვს. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს ექნება ეს პოზიცია, საჯაროდ განაცხადებს ამის თაობაზე თუ არა, მე მას ყოველთვის ვეტყვი იმას, რაც მიმაჩნია, რომ არის სწორი, რაც არის სიმართლე.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)