|
2018-12-31 13:52:51, 1424 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი გვრიტიშვილი: არ დავუშვებთ, რომ ვინმე სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ჩაერიოს
„მზად ვართ, საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ვინმე სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ჩაერიოს“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. გვრიტიშვილი „ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მოსამართლეთა სიას ეხებოდა. „დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი უკვე აშკარა მუქარაზეა გადასული და ეს სხვა არაფერია თუ არა სასამართლო ხელისუფლების დასჯის მცდელობა, იმისთვის, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში. ასევე აბსოლუტურად დაუშვებელია ეკა ბესელიას განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე არიან სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსახური მოსამართლეები. გაურკვეველია ვის გულისხმობს სააკაშვილის პერიოდში მომსახურე მოსამართლეებში, ეს ყველაზე თუ არის გავრცელებული, აშკარად დისკრიმინაციული და უსაფუძვლო განცხადებაა, რომ მათ შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში. მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის დეპუტატებსაც, საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნასა და კარიერის მართვაზე არსებობს, მხოლოდ ობიექტურ გაზომვად კრიტერიუმებს ეფუძნება, როგორიც არის დამსახურება. „სააკაშვილის დროს მსახურება“ არ არის ობიექტური კრიტერიუმი და აშკარად დისკრიმინაციული მიდგომაა. ეს არის სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობა, რასაც საბჭოს წევრები არ დავუშვებთ. არავის გვეშინია, მზად ვართ, საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ მცდელობას, რომ ვინმე სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ჩაერიოს, მითუმეტეს, რაღაც დასჯის მცდელობა განახორციელოს“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)