19:44 - 04 Oct, 2026
|
2018-12-29 14:48:18, 3907 ნახვა
სამართალი
N71-ე ბაღის ზეიმზე, ფოიერვერკის შენობაში გამოყენების გამო, ბავშვი დაშავდა - მიმდინარეობს გამოძიება
თბილისის N71-ე ბაღში გამართულ საახალწლო ზეიმზე, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ბავშვი დაშავდა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ზეიმზე, საახალწლო ფოიერვერკი გაუშვეს, რომლის გამოყენებაც დახურულ სივრცეში აკრძალულია. აღნიშნულმა დარბაზში პანიკა და ხმაური გამოიწვია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდიანარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. „სავარაუდოდ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს“, - განაცხადეს სამინისტროში.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)