|
2018-12-28 19:55:47, 2144 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ, საბოლოოდ დაიმსხვრა
„ბზარი, რომელიც ჩვენში არსებობდა განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან სინოდის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხის განხილვაზე უარი თქვა. „გუშინდელი სინოდის სხდომა ნამდვილად ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ძალიან სამწუხარო იყო ის ფაქტი, როდესაც მე მოვითხოვე დეკანოზ გიორგი მამალაძის, როგორც უდანაშაულო პატიმრის და ზოგადად „ციანიდის საქმის“ შესახებ. სინოდის წინა სხდომის განჩინების თანახმად, მაშინ როდესაც ყველა ინსტანცია დასრულდებოდა, სინოდი შეეცდებოდა რომ შეექმნა კომისია ამ საქმისათვის. არათუ კომისიის შექმნაზე იყო საუბარი, არამედ მოგეხსენებათ წმინდა სინოდის აქვს მინიჭებული საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია და ჩვენ შეგვეძლო, რომ გვემსჯელა იმ ცინიზმზე, რა უსამართლობაც დავინახეთ. ვსაუბრობდით ჯერ უკრაინის თემაზე შემდეგ ვთქვი, რომ უკრაინის საკითხის გარდა ასევე აუცილებლად მიმაჩნია, რომ წმიდა სინოდზე იქნას განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა და ციანიდის საქმე. მითხრეს რეპლიკებით, რომ როდესაც ამოიწურება უკრაინის საკითხი, შემდეგ გადავალთ სხვა საკითხებზე. სხვა საკითხებით გაგრძელდა და ბოლოს, როდესაც მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მე მინდა, საჯაროდ ეს ვთქვა და იცოდეს საზოგადოებამ, პატრიარქი წამოდგა და შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის სხდომის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მჯდომ მღვდელმთავარს, რითაც მიმაჩნია, რომ დათვური სამსახური გაუწიეს მას. დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაჩენილი ბზარი, რომელიც ჩვენში არსებობდა განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)