|
2018-12-27 13:10:50, 1580 ნახვა
კომენტარი
დავით ჭიჭინაძე: ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა სიგარეტს, სანერვიულო აქვს ბევრი
„ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა ამ სიგარეტს, სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, სიგარეტის ფასების ზრდა იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხმა მოწევას თავი დაანებოს. ჭიჭინაძის განცხადებით, იმისთვის, სიგარტის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს, არა ფასების ზრდა, არამედ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა აუცილებელი. „ნებისმიერ პროდუქტზე ფასის ზრდამ მისი მოხმარება არ შეამცირა. სიგარეტთან მიმართებაში ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა ამ სიგარეტს, სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი. აქედან გამომდინარე, თუ სანერვიულოს მოაკლებთ, პენსიას გაუზრდით და კარგ პირობებს მისცემთ ცხოვრების, ამის შემდეგ შეიძლება ადამიანმა დაანებოს სიგარეტის მოწევას თავი. ადამიანმა ჯანმრთელი ცხოვრებით რომ იცხოვროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც საკმაოდ ძვრია და ვერავინ ვერ მიდის. მაგაში თუ ევროკავშირს მიყვებით, მინდა გითხრათ, რომ მაგალითად, ავსტრიაში 90 ევრო ღირს მთელი წლის აბონიმენტი, სახელმწიფო აფინანსებს, ჩვენთან რა ღირს მაინტერესებს ან სად გაქვთ ზოგადად. აქედან გამომდინარე, იმ ნაწილში რომ ევროკავშირს ბაძავთ, ჯერ ევროკავშირისნაირი ხელფასები დანიშნეთ, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები იმ დონეზე მიიყვანეთ, როგორ ევროკავშირის ქვეყნებშია. თუ ადამიანებზე ზრუნვა გინდათ, ცხოვრება გაუიაფეთ, შემოსავლები გაუზარდეთ და იქნება ხალხი ბედნიერი, მერე დაფიქრდება ჯანმრთელად იცხოვროს თუ არაჯანმრთელად. მარიხუანაზეც იძახდით, რომ ჯანმრთელობას უხდებაო და სიგარეტი რატომ არ უხდება მაშინ ჯანმრთელობას?“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)