14:55 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 12:37:32, 1665 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე: ბოროტება უნდა დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს ცინიზმი უწოდა. 

როგორც მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.  

„პირველი საკითხი მაინც ჩემთვის პირადად მიმაჩნია, უნდა იქნეს სამივე ინსტანციის შემდეგ ე.წ. ციანიდის საკითხი, უნდა იმხილოს უსამართლობა და ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა. ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, უნდა იმხილოს უპასუხისმგებლობა ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და უნდა იმხილოს უსჯულოება,  ბოროტება დაიგმოს, ზოგადად ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა", - აღნიშნა მეუფე პეტრემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics