14:55 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 17:55:49, 1779 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოში ისაუბრა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის 38 პროცენტი  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

„დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ეს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ თბილისისთვის. ამ ბიუჯეტის 38% ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება, რადგან ბევრი რაიონი, ქუჩა და უბანია დარჩენილი, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება 20 მილიონი ლარით გაიზრდება. 

„დაახლოებით 35%-ზე ცოტა მეტი დაიხარჯება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით. სამწუხაროდ, თბილისში ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს და მათ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საკრებულოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. შესაბამისად, ბიუჯეტი ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარით იზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics