|
2018-12-24 16:46:30, 1340 ნახვა
კომენტარი
ჯანეზაშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შოკირებული ვარ - ეს სია კრიტიკას ვერ უძლებს
„შოკირებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით ჯურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი სია კრიტიკას ვერ უძლებს. ამასთან, ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება პროცედურების დარღვევით განხორციელდა. „ბოლო წუთამდე მოლოდინი მქონდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე არ მოიქცეოდა და პროცედურების მინიმალურ სტანდარტს მაინც დააწესებდა. თუმცა ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა განახლებული კონსტიტუცია, ერთი კვირის თავზე საკითხი დღის წესრიგში დააყენეს. შოკირებული ვარ, რომ საბჭო არ ითვალისწინებს სხვა წევრების მოსაზრებას. მოხდა ისე, როგორც სჩვევიათ. საბჭო ასეთ ისტორიულ საკითხს მეორედ აღარ განიხილავს, რადგან პირველად მოხდა ქვეყნის ისტორიაში, რომ საბჭო წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში. სასაცილოა, იციან თუ არა 10-მა ადამიანმა, რომელიც სიაშია წარმოდგენილი, კანდიდატები რომ არიან”, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისივე თქმით, მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს, სასამართლო სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა. „მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც ჩანს, მოგვევლინება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, გიორგი მიქაუტაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა და როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. სიაში შესაძლოა, რამდენიმე ღირსეული ადამიანი ნახოთ, მაგრამ მიხეილ ჩინჩალაძე არის ადმიანი, რომელმაც სასამართლო სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა თავისი გავლენებით. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს, როგორ წავა პროცესები პარლამენტში. იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ სიას“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)