|
2018-12-24 13:24:10, 2040 ნახვა
სამართალი
ზვიად გამსახურდიას ოჯახი მისი გარდაცვალების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახი მისი გარდაცვალების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს, - ამის შესახემ ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეს ზედამხედველი პროკურორი უნდა გაუძღვეს, რომელიც ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი იქნება. „ჩვენი მოთხოვნა ამ უნდობლობის პროცესში, რომელიც პროკურატურის მიმართ გვაქვს უკავშირდება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას, არა ერთი გამომძიებელი და ერთი პროკურორი როგორიც დღეს არის ამ საქმეზე, რომლებიც, ბუნებრივია, ვერც შეძლებენ ამ საქმეზე, რომ მნიშვნელოვანი ერთდროული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ, რაც აუცილებელია ასეთი ტიპის საქმეზე, არამედ შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება სხვა და სხვა სპეციალიზაციის მქონე გამომძიებლებით და ეყოლება ზედამხედველი პროკურორი და ეს ზედამხედველი პროკურორი უნდა იყოს ოჯახის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი:, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა. ცნობისთვის, პირველი პრეზიდენტის შვილებმა მთავარი პროკურატურის შენობასთან 17 დეკემბერ შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვენ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)