|
2018-12-23 12:01:13, 1871 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ზ.ა. და 1993 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიბით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 4 მარტს, აბაშაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით "TBC” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს, 250 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 236 - ე მუხლის მე-4 ნაწილით.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)