|
2018-12-22 18:18:28, 1971 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე, შსს-ში 9 არასრულწლოვანი გამოიკითხა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში დღეს 10-მდე არასრულწლოვანი გამოიკითხა, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის უშუალო თვითმხილველები არიან. მათ შორის არ ყოფილა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მ.კ. რომლის დაკავებას მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკვე ერთი წელია მოითხოვს. გამოკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი მხოლოდ ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ გააკეთა. ადვოკატს სხვების მსგავსად, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, თუმცა, აღნიშნავს, რომ სამინისტრო მნიშვნელოვან თემაზე მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მე როგორც ადვოკატი და იურისტი მივესალმები, უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობენ, დანარჩენი გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი... არ შემიძლია ვისაუბრო რაიმეზე, მაგრამ იქნებ დაადგეს საშველი ამ ყველაფერს. განაჩენით, რაც არ დადგინდა, შეიძლება დადგინდეს, შეიძლება არ დადგინდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მნიშვნელოვან თემებზე მუშაობენ და მე ძალიან მომეწონა, რაც მოიფიქრა სამინისტრომ და რაზეც მუშაობენ“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ტრაგედია 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს კლინიკაში.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)