|
2018-12-22 14:29:53, 2008 ნახვა
სამართალი
ველისციხის ინციდენტზე დაკავებული ქეთევან მირიანაშვილი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 3500-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 1000 ლარის. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ბრალდებულის სოციალური მდგომარეობა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,ქეთევან მირიაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მას სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა“.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)