|
2018-12-21 15:17:39, 1471 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია: პოლიციელების ხელფასების ზრდა 2019 წელსაც გაგრძელდება
„ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს , ასევე მინდა გითხრათ რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, უწყებისთვის და პირადად მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შს სამინისტროს თანამშრომლების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება. ,,ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა, ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს , ასევე მინდა გითხრათ რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი , რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. მე ვფიქრობ რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები ბინათმშენებლობიდან დაწყებული , სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული , განათლებით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით , რესურსულად შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ქონდეთ თავიანთ მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს , რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)