|
2018-12-21 13:52:58, 1530 ნახვა
სამართალი
გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება
გამოსაძიებელი საქმის ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა, 5 წლით გახანგრძლივდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ განმარტა, აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა იყო სწორი იმ აქცენტით, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო კუთხით არსებული შესაძლებლობები გამოიყენოს. "შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ 5 წლით, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს ხანდაზმულობის მოტივით. მე ვფიქრობ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის გზა და მე პირადად მზად ვარ დავიწყო ამაზე მუშაობა. შემდეგი კვირისთვის შესაძლებელი იქნება ამის ინიცირება და მე დაველაპარაკებოდი კოლეგებს და იქნებ მოვახერხოთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ ეს ცვლილება, რომ მოესწროს. ეს არის ყველაზე მოკლე გზა, რომ ამ საქმეზე გამოძიება გაგრძელდეს",- განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს. შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით მისმა შვილებმა შიმშილობა დაიწყეს.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)