13:57 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 12:54:41, 1531 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი ბესელიაზე: საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მასთან მუშაობის სურვილი არ აქვს. 

სამადაშვილის შეფასებით, ბესელია "ქართული პარლამენტარიზმის სირცხვილია". 

„ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ ის, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად ვიცით, რომ მიდის მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე, მაგალითად, საკუთარ დედას, რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი  ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დაპირისპირება ორ პოლიტიკოსს შორის გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილისა და „ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის განცხადებები იყო, რომლებიც 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოველენებს და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებას ეხებოდა.  კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეპუტატებს მოუწოდა, მხოლოდ პროცედურაზე ესაუბრათ და განმარტა, რომ ის საკითხები, რომლებიც მათ გააჟღერეს დღის წესრიგში არ იყო. მოგვიანებით სალომე სამადაშვილმა გადაწყვიტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაეტოვა და ბიუროს სხვა კომიტეტში გადაყვანის შესახებ მიმართა. 

დღეს ეკა ბესელიამ ოპონენტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე უპასუხა: "სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი - იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე". 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics