|
2018-12-18 13:40:37, 1470 ნახვა
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილისა და „ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის განცხადებებს მოჰყვა, რომლებიც 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოველენებს და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებას ეხებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეპუტატებს მოუწოდა, მხოლოდ პროცედურაზე ესაუბრათ და განმარტა, რომ ის საკითხები, რომლებიც მათ გააჟღერეს დღის წესრიგში არ იყო. „საკმარისია უკვე! დაიცავით წესი და დაიცავით რეგლამენტი. გაინტერესებთ აქ რა საკითხები იხილება თუ არ გაინტერესებთ? დებოშის ასატეხად მოდიხართ აქ?“, - მიმართა ბესელიამ დეპუტატებს. მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ კახიძესა და სალომე სამადაშვილს რეგლამენტით დადგენილი პროცედურით გათვალისწინებული საკითხების გარდა, სხვა საკითხებზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა, დეპუტატებმა სხდომა დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)