|
2018-12-17 15:01:43, 1309 ნახვა
სამართალი
პირი, რომელმაც მამიდა მოკლა და ცხედარი სარდაფში დამალა, დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამიდას, 1951 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ცხედარი დამარხვის მიზნით სარდაფში გადამალა. 15 დეკემბერს ცხედარი გარდაცვლილის ნათესავებმა აღმოაჩინეს და ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობეს. ნ.მ. მიიმალა, თუმცა, მომხდარიდან მეორე დღეს პოლიციამ იგი სადახლოში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)