|
2018-12-16 13:40:47, 1172 ნახვა
სამართალი
გახარია - თუ პროვოკაციებს ადგილი ექნება, პოლიცია ეფექტურად და მკაცრად იმოქმედებს
„ეს არის მთავარი, რომ ამ დღემ ჩაიაროს მშვიდ, წყნარ და საზეიმო გარემოში, ვიზეიმოთ ინაუგურაცია და გვქონდეს ჩვენი აზრის გამოხატვის საშუალება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხარო შემთხვევებს და პროვოკაციებს თუ ექნება ადგილი, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეფექტურად და მკაცრად. „დღეს არის საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. სამართალდამცავები იღებენ ისეთ ღონისძიებას, რაც საჭიროა, იმისთვის, რომ ზეიმმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. ყველას, ვისაც ექნება პროტესტის გამოხატვის სურვილი, გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული. ყველას მოვუწოდებ და ვაფრთხილებ, ვუსმინოთ და დავემორჩილოთ პოლიციის მითითებას, ეს არის მთავარი, რომ ამ დღემ ჩაიაროს მშვიდ, წყნარ და საზეიმო გარემოში, ვიზეიმოთ ინაუგურაცია და გვქონდეს ჩვენი აზრის გამოხატვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე, ჩაივლის მშვიდ გარემოში, ისე, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული. სამწუხარო შემთხვევებს და პროვოკაციებს თუ ექნება ადგილი, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეფექტურად და მკაცრად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)