|
2018-12-15 16:27:52, 1530 ნახვა
სამართალი
შსს-ს პოლიციის ატაშე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მედლით დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. ჯილდოზე ქართველი პოლიციის ატაშე პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, იაროსლავ შიმჩიკმა წარადგინა. გიორგი გამსახურდიას ბრინჯაოს მედალი პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცა. იოაჰიმ ბრუჯინსკიმ დაჯილდოვებისას გიორგი გამსახურდიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა, მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში. საქართველოს პოლიციის ატაშეს დაჯილდოვების ცერემონია პოლონეთის ეროვნული პოლიციის გენერალთა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელები და ტერიტორიული დანაყოფების უფროსები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)