|
2018-12-13 17:12:06, 1309 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: თუ საუბარია „ნაცმოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია
„გიორგი მარგველაშვილს ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამ უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღეებში, ის ცდილობს რაღაცნაირად, თავისი, ასე ვთქვათ, შეხედულებით, კუდი მოიქნიოს - ეს არ არის ღირსეული საქციელი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. "არ ვიცი პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია „ნაცმოძრაობასთან" კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რა იგულისხმება ამაში, არ ვიცი, ანუ, რას გულისხმობს პრეზიდენტი",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებასაც, სადაც გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრად „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე ისაუბრა. „ვინ იქნება ქვეყნის პრემიერმინისტრი, ეს არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი. დღეს გამარჯვებულია „ქართული ოცნება", მისი თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი და ამ პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა ის, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერმინისტრი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა მეორე ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა. „რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია არჩევნების მომენტისთვის. აქედან გამომდინარე, მას მოვუწოდებ, ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც აქვს მინიჭებული", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)