14:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 12:23:36, 1544 ნახვა

სამართალი
საია-მ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება 2 მაისს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ წევრებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ნარკოტიკის შესაძლო მოხმარების გამო, მოქალაქის ძალისმიერი დაკავების პროცესს შეესწრო.

„აღნიშნულს ზ. ჯაფარიძისა და „გირჩის“ წევრების მხრიდან სიტყვიერი პროტესტი მოყვა. ისინი პოლიციელებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის, მათ შორის, ნარკოტიკის მოხმარების გამო პირის დაკავების ფაქტის უარყოფით მხარეებს უხსნიდნენ. პროტესტი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე დაიწყო და პოლიციის II განყოფილებასთან გაგრძელდა.

ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, ზ. ჯაფარიძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის საქმე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განიხილეს. სასამართლო დადგენილება მომჩივნის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და როლთან მიმართებით არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა ჯაფარიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა. სასამართლოებმა ასევე, არ იმსჯელეს, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შეფასდა მომჩივნის ქმედება შეურაცხყოფად და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად. სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ მტკიცების ტვირთი მომჩივანს დააკისრა, განმარტა რა, რომ მას უნდა ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. გარდა ამისა, სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის გამონათქვამები რამდენად იყო დაცული გამოხატვის თავისუფლებით.

საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

მოცემული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ სისტემურ პრობლემებს, აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და სავარაუდო სამართალდამრღვევი პირისთვის არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე მიღებულმა პრეცედენტმა შეიძლება, “მსუსხავი ეფექტი“ იქონიოს გამოხატვის უფლებით მოსარგებლე სხვა პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics