|
2018-12-11 17:30:04, 1524 ნახვა
სამართალი
სასამართლო - მცდარია ინფორმაცია, რომ მეუფე იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა დაევალა
„განცხადება იმის თაობაზე, რომ მეუფე იაკობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა დაევალა, მცდარია, რადგან ასეთ შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს“, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული. სასამართლოს განმარტებით, მეუფე იაკობს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული კონკრეტული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. „თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება მედიაში არასწორი ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთი სამოქალაქო დავის შედეგთან დაკავშირებით. 2018 წლის 11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა, მოსარჩელე მიხეილ რ.-სა და მოპასუხე კონსტანტინე ი.-ს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის არსს წარმოადგენდა ტელეკომპანია ,,იბერია“-ს ეთერში, გადაცემა ახალ ამბებში მოხსენიებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის დადგენა, ამის შესახებ ცნობის გამოქვეყნება და ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება. საქმე ეხება, 2017 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელის მისამართით მედიაში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელე მოიხსენია, როგორც მაბეზღარა ადამიანი და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს. მას შემდეგ, რაც სხდომაზე დაიკითხა სანდრო გირგვლიანის ოჯახის წარმომადგენელი და ასევე სხვა ადვოკატი (რომელიც მოსარჩელესთან ერთად იცავდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იმ საქმეში), რომლებმაც ხაზი გაუსვეს მოსარჩელის კეთილსინდისიერებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მცდარია განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დაევალა ბოდიშის მოხდა, ასეთ შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს. მოპასუხეს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; მოპასუხეს ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)