|
2018-12-11 15:01:00, 2283 ნახვა
სამართალი
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ მეუფე იაკობს მისთვის ბოდიშის მოხდა და სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრა
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. როგორც ადვოკატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ქორეპისკოპოსს მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა. „მოსამართლემ ახლა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც ჩემი სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა. საუბარია ჩემი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებულ განცხადებაზე. ქორეპისკოპოსმა ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო გადაცემაში, ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, სადაც ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში. ქორეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და ქორეპისკოპოს დააკისრა ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მისივე განმარტებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ერთი ლარი სიმბოლურად მოითხოვა, რადგან პატივი და ღირსება შეუფასებელია. სასამართლო პროცესს მეუფე იაკობი არ დასწრებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)