|
2018-12-10 12:29:06, 1591 ნახვა
სამართალი
მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგან ბადით გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. შედეგად, 20კგ სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის 9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)