|
2018-12-10 09:17:15, 1380 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: არც მთავრობის, არც პარტიის და არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებები არ განიხილება
„ამ ეტაპზე, ზოგადად, საკადრო ცვლილებებზე საუბარს არ აქვს საფუძველი. არც მთავრობის, არც პარტიის, არც პარლამენტის მიმართულებით ეს საკითხები არ განიხილება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისმის გარკვეული სპეკულაციები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს. “მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და მთავრობა მუშაობს ამ პროგრამის შესაბამისად იმისათვის, რომ განხორციელდეს ის ღონისძიებები, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარს საფუძველი არ აქვს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას აქცენტის სხვა საკითხებზე გადატანის ინტერესი აქვს. „ბუნებრივია, დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობას“ აქვს იმის სურვილი და ინტერესი, რომ აქცენტი გადაიტანოს სხვა რაღაცეებზე, აქედან გამომდინარე, გვესმის ჩვენ ეს სპეკულაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ გუნდს სჭირდება მუდმივი გაძლიერება, განახლება. რა თქმა უნდა, ჩვენ აქცენტს განსაკუთრებით ვაკეთებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ჩვენ საზოგადოების წინაშე უნდა წარვსდგეთ გაძლიერებული გუნდით. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამაზე, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ახლა რაიმე საკადრო ცვლილებებს, ამას საფუძველი არ აქვს. ეს არის დამარცხებული პოლიტიკური პარტიის „ნაცმოძრაობის“ სურვილი, რომ გადაიტანოს სხვა რამეზე აქცენტი საკუთარი მარცხიდან”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)