|
2018-12-10 09:09:44, 1630 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიამ მანდატურების ახალი ნაკადის მომზადება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მომავალი მანდატურები სპეციალურ საგანმანათლებლო მოსამზადებელ პროგრამას გაივლიან. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის. სასწავლო პროგრამის საერთო ხანგრძლივობა რვა კვირას შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მანდატურობის კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა გაიღრმავონ დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სკოლაში კონფლიქტური სიტუაციებისა და მათი მართვის, სამოქალაქო თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში. მსმენელებს პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)