|
2018-12-08 09:39:41, 1376 ნახვა
კომენტარი
გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის პროექტებით ჩვენ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივედით
პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, დიპლომატები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა და რა მიმართულებებს მიენიჭა პრიორიტეტი. მისი განცხადებით, 2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი. "პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმართულებების განსაზღვრის დისკრეციული უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სარეზერვო ფონდის საშუალებით მხარი დაეჭირა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებისთვის. ფონდის პრიორიტეტები განისაზღვრება ყოველწლიურად და გამოხატავს პრეზიდენტის ხედვას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ფონდის პრიორიტეტები დგინდებოდა პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტის ფუნქციებიდან გამომდინარე. დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური ორგანოა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებაა", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა პროექტები კონსტიტუციის პოპულარიზაციაზე, დემოკრატიული ცნობიერების ამაღლებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციულ გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე. სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია მასშტაბური კამპანიები: შენი ხმა ჩვენი მომავალია, კონსტიტუცია ყველასია, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი რესპუბლიკის 100 წელი, ვისწავლოთ ქართული - (ეროვნული უმცირესობებისათვის), მოითხოვე ქართული. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობისა და უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ხელშეწყობას. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების საშუალებით, პრეზიდენტმა შეძლო სახელმწიფო სექტორისა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარება. "ბოლო 3 წლის განმავლობაში, რამდენიმე მასშტაბური კამპანია ვაწარმოეთ, ყველა მოქალაქესთან მივედით სხვადასხვა ფორმით, სოციალური კამპანიითა და არჩევნებში აქტიურობისა და მონაწილეობის მოწოდებით, რეალურად უზრუნველვყავით კონსტიტუციაზე დისკუსიების მოწყობა, დისკუსიები გავმართეთ ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში საქართველოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, მოვახერხეთ სოფლის ბიბლიოთეკების განვითარება - გაძლიერება და მათთვის ახალი როლის დამატება. ვცდილობდით, რომ ფონდის საქმიანობა ყოფილიყო უმაღლესი სტანდარტების მიხედით წამყვანი ევროპული ფონდების შესაბამისად და ჩვენ ეს მოვახერხეთ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს გამორჩეული პროექტების დაფინანსებისათვის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისათვის. გიორგი აბაშიშვილმა გიორგი მარგველაშვილს გენერალ კვინიტაძის ფოტო უსახსოვრა, რომელიც თავის მხრივ მას ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის მოსწავლეებმა აჩუქეს.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)