|
2018-12-07 15:20:28, 1711 ნახვა
სამართალი
ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ადამიანს გამოკითხავს
გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძის და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურა მათ გუშინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა. უწყების ცნობით, გამოძიება ასევე გამოკითხავს იმ პირებს, რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)