|
2018-12-07 11:33:06, 1546 ნახვა
სამართალი
მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგენენ
პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგენენ. როგორც გოგოჭურის ადვოკატი შოთა მანელიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. „წარდგენილი ბრალდების არც ერთ ფორმულირებაში და არც ერთ ნაწილში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისდამი ამ ბრალდების მადასტურებელი არანაირი კონკრეტული სამხილი, გარემოება და მტკიცებულება არ არსებობს. ბრალდების ფორმულირება ფაქტობრივად გასაგებია, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დეტალიზაცია, თუ რა დგას ამ ბრალდების უკან და არსებობს თუ არა თუნდაც პატარა, მცირედი მისხალი იმისა, რომ ამ ბრალდებას არსებობის უფლება ჰქონდეს“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, მინდია გოგოჭური და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გიორგი რაზმაძე 6 დეკემბერს დააკავეს. შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)