|
2018-12-07 09:34:43, 1491 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ჩვენ ვაფასებთ იაპონიის თანადგომას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების პროცესში
ჩვენ დიდად ვაფასებთ იაპონიის და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის ეროვნული დღესასწაულის - იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და იაპონია მეგობარი ქვეყნები არიან და საამაყოა, რომ იაპონია საქართველოს ერთგული და სანდო პარტნიორია. „გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი. სასიხარულოა, რომ ამ შედარებით ხანმოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, არსებული მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კვლავაც გაღრმავდება ყველა მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ვითარდება როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ისე კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში. „წარმატებით ჩავატარეთ უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები „ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებასთან" დაკავშირებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. ძალიან გვიხარია, თუ როგორ ვითარდება ხალხებს შორის ურთიერთობები, ასევე საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობა განათლების, კულტურის, და სპორტის სფეროში. დარწმუნებული ვარ, 2019 წელს საქართველო იაპონიაში შეძლებს მოახდინოს დემონსტრირება, თუ როგორი მიღწევების მქონე სპორტული ერი ვართ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, წელს განსაკუთრებული მოვლენა იყო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო მიესალმება იაპონიის მთავრობის ხედვას რეგიონის მიმართ და მყარად უჭერს მხარს იაპონიის გააქტიურებას „კავკასიის ინიციატივის" ფარგლებში. „არ შემიძლია, განსაკუთრებული სიამაყით არ გამოვარჩიო პირველი ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის 2018 წლის მიღწევები, რამაც კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი ორი ერი. ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოს მიმართ იაპონელების მაღალი დაინტერესება და პატივისცემა გამოიწვია, საქართველოსთვის კი, უფრო ახლობელი გახდა იაპონია. ამ მაგალითით თვალსაჩინოა, თუ რამხელა მნიშვნელობას ატარებს თითოეული ადამიანის წვლილი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას ორი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-იაპონიის თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს ქვეყნების მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, მედიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)