|
2018-12-06 15:50:54, 1904 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: მინდია გოგოჭური ბრალს არ აღიარებს
პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატი შოთა მანელიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებს სახლიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ამოუღიათ. „ის მონდომება და მოწადინება, რაც მე გუშინდელ ღამეს ვნახე, მთელი ღამის განმავლობაში იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი არ იყო, თუმცა თვალსაჩინოებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, რომ ნებისმიერი კუთხე ნებისმიერი კუნჭული დათვალიერებულიყო. დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთს კი არა ორ იარაღზე ყოფილა საუბარი. დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი დაკავშირებული ან მინდია გოგოჭურთან ან რაზმაძესთან არ არსებობს. ცალსახად აფიქსირებდა, როგორც სამართალდამცველებთან ასევე ჩემთან შეხვედრის დროს , რომ ასეთს არაფერს ბუნებაში არ აქვს რეალობასთან კავშირი“, - განაცხადა შოთა მანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)