|
2018-12-06 13:40:49, 1499 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი უკრაინის მოქალაქეების დაკავებაზე - განცხადებები, რომ თითქოს, მათ იარაღი ჩაუდეს, სიცრუეა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, სემენ სემენჩენკოს განცხადებებს გამოეხმაურა. სემენჩენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღები „ჩაუდეს“ და ასევე დნმ-ის ანალიზი აუღეს, რაც დეპუტატის თქმით, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. „გარკვეული ეჭვები გამოძიებას შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით გააჩნია, თუმცა ჩვენ რეალურად ვატარებთ სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებსაც იმისთვის, რომ უფრო ნათელი სურათი შევქმნათ და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს ადამიანები კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლებით არიან ბრალდებულები. დნმ-ს რაც შეეხება, იქ იყო განცხადებები, რომ თითქოს, იარაღი ჩაუდეს და ა.შ, ეს მათი სტრატეგიაა. ამას ჩვენ არ ვადასტურებთ. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, იარაღი ამოვუღეთ, დავაკავეთ, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. დნმ-ს რაც შეეხება, არ ვიცი, რასთან დაკავშირებით საუბრობს, ზოგადად, იძულების ზომების გამოყენება პოლიციას და საგამოძიებო ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს აქვთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე თბილისში 2 დეკემბერს დააკავეს, 4 დეკემბერს კი, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)