|
2018-12-06 13:12:58, 1581 ნახვა
სამართალი
შსს მზად არის, ხორავას ქუჩის საქმეზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მზვრიშვილმა განაცხადა. „პარლამენტი როგორც კი ამას განიხილავს და ჩვენ დაგვიძახებენ და გვკითხავენ რომელი რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტმა გასცა, რა რეკომენდაციები შევასრულეთ ჩვენ მოვალთ და ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბრებთ. რეკომენდაციების ნაწილი რა თქმა უნდა გათვალისწინებულია, გამოძიებაც მიმდინარეობს, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება და ამაზე დეტალურ ინფორმაციას პარლამენტს მივაწვდით“, -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ცნობისთვის, ხორავა ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან მოიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)