|
2018-12-06 12:19:57, 1746 ნახვა
სამართალი
სერგი კაპანაძის გამოუცხადებლობის გამო, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული საკითხი იურიდიული კომიტეტის დღის წესრიგიდან მოიხსნა
ხორავა ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან მოიხსნა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, ამის მიზეზი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის სხდომაზე არ გამოცხადება გახდა. დეპუტატის თქმით, პროექტი სერგი კაპანაძეს უნდა წარედგინა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება. მანვე დასძინა, რომ საკითხის წარდგენა „ევროპული საქართველოს“ სხვა წარმომადგენელსაც შეეძლო. „მათ ვაცნობეთ დროულად, რომ მომხსენებელი გამოცხადებულიყო, მაგრამ როგორც გვითხრეს ვერ შეძლეს ამ საკითხის წარმოდგენა, რადგან ბატონი კაპანაძე არ არის საქართველოში, თუმცა შესაძლებელი იყო სხვა მომხსენებლის დანიშვნა, რომ ვინმეს წარმოედგინა საკითხი. სამჯერ იყო ამ თემაზე კამათი და გვიწევდა მუდმივად იმის ახსნა, რომ რამდენიმე დღე მაინც იყო საჭირო კომიტეტისთვის საკითხის მოსამზადებლად. ახლა უკვა როცა ვამბობთ, რომ საკითხის განხილვისთვის მზად ვართ, ვერ ვხედავ მომხსენებელს. ორი კვირაა სასესიო სხდომებს არ ესწრებიან მათი წარმომადგენლები. იმედია, თემა მისი სენსიტიურობის გათვალისწინებით, აღარ მოვისმენთ შემდეგში დემაგოგიურ განცხადებებს, რომ კომიტეტი არ იხილავს ამ საკითხს“, – განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)