|
2018-12-06 10:34:33, 1625 ნახვა
სამართალი
შსს-ს ცნობით, გოგოჭურმა და მასთან ერთად დაკავებულმა, პოლიციის გამოჩენის შემდეგ ბინიდან პისტოლეტები გადაყარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის და მასთან ერთად დაკავებული პირის დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ტყვია გაუმტარი ჟილეტი, ხოლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან 2 პისტოლეტი ამოიღეს. უწყების ცნობით, პისტოლეტები ბინიდან დაკავებულებმა პოლიციის გამოჩენის შემდეგ გადმოყარეს. „სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში“, - აცხადებენ შსს-ში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)