|
2018-12-05 15:42:54, 1737 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება განაახლა
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე, გამოძიება განახლდა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში განახლებულია გამოძიება სისხლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ტარდება დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის, უახლოეს პერიოდში, გამოძიება გეგმავს ირაკლი კორძაიას გამოკითხვას. საქართველოს პროკურატურა ასევე შეისწავლის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას ირაკლი კორძაიას მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)