|
2018-12-05 11:13:48, 1584 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი უკრაინელების დაკავებაზე: იარაღი არ ჩაგვიდია, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ამოვიღეთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა „პირისპირში" ლიხაურის ქუჩაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოს აქვს გარკვეული ეჭვები, თუმცა მოკვლევა გრძელდება. „მე შევეცდები ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ფაქტია ერთი, რომ ეს ადამიანები დღეს დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით - 236-ე მუხლზე ვსაუბრობ - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით. მათ უკვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ეს არის კონკრეტული ბრალდება, რომელსაც მათ სახელმწიფო ედავება. ამის მიღმა, შემიძლია ასევე გითხრათ, რომ დიახ, საგამოძიებო ორგანოს აქვს გარკვეული ეჭვები იმ კავშირების შესახებ, თუმცა არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვამოწმებთ. ამ გარემოებებს ვადგენთ. მათ შორის, ჩვენ ეს ეჭვები გაგვაჩნია თვითონ ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და შესაბამისი გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, ამიტომ ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ, დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და როგორც კი ფაქტი იქნება დადასტურებული ბუნებრივია, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ. ბრალდების წარდგენა ზოგადად ხდება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. ეს დაცვის მხარის სტრატეგიაა და დაცვას უფლება აქვს ნებისმიერი საშუალებით დაიცვას თავი, მათ შორის განაცხადოს, რომ იარაღი ჩაუდეს, თუმცა ამისთვის არსებობს სასამართლო. ჩვენ ვართ ბრალდების მხარე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ არა, იარაღი არ ჩაგვიდია, იარაღი ქონდათ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ამოვიღეთ - ამაში ედებათ ბრალი. ბრალი ედებათ იმაში, რომ უკანონოდ ფლობდნენ ამ ყველაფერს და დანარჩენს უკვე ბუნებრივია გაარკვევს სასამართლო. ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, რის უფლებაც მათ აქვთ, თუმცა, ჩვენ ბუნებრივია ამას არ ვადასტურებთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)