|
2018-12-04 14:24:57, 1851 ნახვა
სამართალი
პროკურატურა თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდივე ბრალდებულის მიმართ სასტუმროს 3 ნომრის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - ამის შესახებ დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა. პროკურატურა ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. „ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ შვიდივე ბრალდებულის მიმართ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. კონკრეტულად კი, მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე. მოგეხსენებათ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდივე ბრალდებულის მიმართ სასტუმროს 3 ნომრის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა. შვიდივეს წარდგენილი აქვს ბრალდება სსკ-ის 236-ე მე-3 და მე-6 „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვას ჯგუფურად“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)