|
2018-12-04 12:44:28, 1463 ნახვა
სამართალი
გახარია უკრაინის მოქალაქეებზე: ეჭვი არსებობს - მოტივის გამოსაკვეთად გამოძიება მიმდინარეობს
„დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს და არის მოტივის გამოკვეთის ეტაპზე“, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინის 6 მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე ჰქონდათ თუ არა უკრაინელებს კავშირი 2 დეკემბრის აქციასთან და ოპოზიციურ ძალასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეჭვები არსებობს და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. „ჩვენ კოლეგებთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ, ვნახოთ რა შედეგები დადგება. რა თქმა უნდა ვადგენთ. ეს არის პროცესი და ეს არის ამასთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლო გამოძიება. ჩვენ თითოეულ ნაბიჯს და სიტყვას ვზომავთ. ასეთი ეჭვები არსებობს, მათივე განცხადებებიდან, რომლებიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროსაც, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს დღეს მხოლოდ ეჭვია. დღეს გვაქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, სად მიგვიყვანს ეს გამოძიება ვნახავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აქედან გამომდინარე და ამ პოლიტიკური პროცესების სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად ვზომავთ. გამოძიების პროცესში ვართ და როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება, პირველი თქვენ გაიგებთ. დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს და არის მოტივის გამოკვეთის ეტაპზე. როგორც ფაქტი ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფური ვიზიტით, 27 ნოემბერს საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ეს არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დღეს მე შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)