13:49 - 04 Oct, 2026
|
2018-12-03 19:46:58, 1886 ნახვა
სამართალი
თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა
ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულ დავით გორგოძეს სასჯელის სახით გირაო შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გორგოძეს გირაო 3000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამასთან, დაცვის მხარე გირაოს სახით 1000 ლარს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ორი დღის წინ ორ პირს, გიორგი კერვალიშვილსა და დავით ბაიდარაშვილს ადმინისტრაციული წესით 700-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, დავით მაჭავარიანის ბრალეულობა კი, ჯერჯერობით არ დადასტურდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)